სირიაში ოთხ დღიან მშვიდობაზე შეთანხმდნენ

მხარეებმა დღესასწულის- ეიდ ალ ადჰასთან დაკავშირებით 4 დღით ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
სირიის არმიამ მუსლიმთა დღესასწულის- ეიდ ალ ადჰასთან დაკავშირებით, 4 დღით ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამასთან ისიც აღინიშნა, რომ მეამბოხეთა მხრიდან თავდასხმის ან დაბომბვის შემთხვევაში არმია საპასუხო რეაქციაზე უფლებას იტოვებს. ამასთან, სამხედრო მაღალჩინოსნები გაფრთხილებას იძლევიან მეზობელი ქვეყნებიდან დამხმარე მეომრების ქვეყანაში უკანონოდ შეღწევის თაობაზე.

ამბოხებულთა მხარემ, კერძოდ კი თავისუფალი სირიის არმიამ, ცეცხლის შეწყვიტის პირობა დადო, თუმცა ამ უკანასკნელმაც მიუთითა, რომ სამთავრობო იერიშებს პასუხიც შესაბამისად გაეცემათ.