სირიელმა ამბოხებულებმა საჰაერო თავდაცვითი ობიექტი დაიკავეს
აქტივისტების განცხადებით, სირიელმა ამბოხებულებმა საჰაერო თავდაცვითი ობიექტი დაიკავეს და შემდეგ თავდასხმა განახორციელეს აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო აეროპორტზე.
სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის განცხადებით, თავდასხმები ქალაქ ალ-ბუკამალში მოხდა, რომელიც ერაყის საზღვარზე მდებარეობს. მეამბოხეებმა სამხედრო ობიექტის 16 თანამშრომელი შეიპყრეს. მონიტორინგის ჯგუფის წევრმა რამი აბდელ რაჰამმა საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ საჰაერო ბაზის დაკავება მეამბოხეთა მნიშვნელოვანი წარმატება იყო.