სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, სირიის ხელისუფლება რეგიონალურ და გლობალურ ბრძოლაშია ჩაბმული და ამის გამო უფრო მეტი დრო დაჭირდება მეამბოხეთა გასანადგურებლად.
ამასობაში გრძელდება ბრძოლები ალეპოსა და იდლიბის მახლობლად მდებარე თაფთანაზის სამხედრო აეროპორტთან. სირიის ოპოზიციის მტკიცებით, სამთავრობო ძალების 14 ჯარისკაცი და აჯანყებულთა 3 მებრძოლია დაღუპული.
თაფთანაზის აეროპორტი დიდი ხანია ალეპოსა და იდლიბში გამაგრებულ აჯანყებულთა სამიზნედ გადაიქცა, რომელთა პოზიციებს სირიის არმია გამუდმებით ბომბავს.
სატელევიზიო ინტერვიუში სირიის ლიდერმა არმიის და უშიშროების ძალების საგმირო საქმეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მისი თქმით ისლამისტ ტერორისტებს ებრძვიან.