სირიელი ამბოხებულები ერთერთი პროვინციის ჩაბარებას დათანხმდნენ

როგორც იუწყებიან, სირიელი ამბოხებულები ისრაელის მიერ ანექსირებული გოლანის მაღლობებთან მდებარე სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის ჩაბარებას დათანხმდნენ.

შეთანხმება სირიის სამთავრობო ძალებს მოუწოდებს, დაუბრუნდეს პოზიციებს ალ-ქუნეითრას პროვინციაში, რომელიც 2011 წელს, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებამდე ეკავა. ნებისმიერ ამბოხებულს, რომელიც ამ შეთანხმების პირობებს არ მიიღებს, უფლება მიეცემა სირიაში ოპოზიციის მიერ დაკავებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე გადავიდეს.