ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით მათმა საჰაერო გამანადგურებელმა სირიაში ირანის და სირიის სამთავრობო ძალების 12 პოზიციაზე წარმატებული იერიში მიიტანა. საჰაერო ძალებმა შეტევა მას შემდეგ განახორციელეს, რაც ირანულმა დრონმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია და ჩამოგდებული იქნა.
ნეთანიაჰუმ სამთავრობო კაბინეტს განუცხადა, რომ ისრაელი მტკიცედ უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას. „ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ ისრაელი განახორციელებს საპასუხო შეტევას, თუ ადგილი ექნება მასზე თავდასხმის მცდელობას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
დაძაბულობას ისრაელის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება დაემატა, რაც 1982 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
სირია აცხადებს, რომ მომხდარი არსებულ სიტუაციას ცვლის. სირიელი კანონმდებლის აჰმად მირის განცხადებით, ისრაელი ვეღარ ისარგებლებს სირიის საჰაერო სივრცეს იმუნიტეტით.
მიმომხილველები შიშობენ, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულმა თავდასხმა, შესაძლოა, სიტუაციის გამწვავება და უკიდურეს შემთხვევაში ომი გამოიწვიოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და თელავივის უფლებას დაიცვას თავი. გაერომ და რუსეთმა კი მხარეებს თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
Facebook Forum