თურქეთი სირიის ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ სირიის ოპოზიციას ერთობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „სუსტი და არაორგანიზებული“ ოპოზიციით მხოლოდ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა ისარგებლებს.
დავუთოღლუმ ოპოზიციას გაერთიანება საერთო მიზნისთვის თხოვა, რომელიც სირიის დემოკრატიასა და თავისუფლებაში მდგომარეობს. ამის შესახებ დავუთოღლუმ დღეს ქაიროში განაცხადა, სადაც არაბული ლიგის მასპინძლობით სირიის ოპოზიციის ლიდერებიც არიან მიწვეული. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სირიის მცდელობები „ისტორიის უკან შებრუნების მიზნით ფუჭია“.
„სირიაში მოხდება ტრანზიცია და ცვლილება. ეს გარდაუვალია და სირიას საბოლოოდ ეყოლება ახალი ადმინისტრაცია და დემოკრატიული რეჟიმი. ნათელი უნდა იყოს, რომ მხოლოდ სირიელი ხალხის გადასაწყვეტია მათი ქვეყნის მომავალი და ნებისმიერი შეთანხმება,“ - განაცხადა დავუთოღლუმ.