სირიაში 6 წლის წინ დაკარგული ამერიკელი ჟურნალისტი ცოცხალია

დებრა ტაისი, ოსტინ ტაისის დედა

შეერთებული შტატების ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელი ჟურნალისტი ოსტინ ტაისი, რომელიც სირიაში 6 წლის წინ გაიტაცეს, ცოცხალია. ამის თაობაზე განცხადება დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სირიაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა.

"გვჯერა, რომ ის [ამერიკელი ჟურნალისტი ოსტინ ტაისი] ცოცხალია. ჩვენი ინფორმაციით, ის სირიაშია დატყვევებული" - თქვა პრესკონფერენციაზე ჯეიმს ჯეფრიმ. მას საქმის დამატებითი დეტალები პრესისთვის არ გაუმხელია. ცნობილია, რომ ოსტინ ტაისი ყოფილი საზღვაო ქვეითია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ჟურნალისტის მოსაძებნად და დასახსნელად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობს. გამოძიების ფედერალური ბიურო ნებისმიერ ადამიანს, ვინც მათ ტაისის კვალზე დააყენებს, ინფორმაციისთვის ჯილდოდ მილიონ დოლარს სთავაზობს.