სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქალაქ ხან შეიხუნში სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგლოვიარო პროცესიას, რომლის დროსაც 20 მგლოვიარე დაიღუპა. კიდევ ერთ ინციდენტს რამდენიმე წუთში ადგილი ჰქონდა ახლომდებარე ტერიტორიაზე. აფეთქდა გზისპირა ნაღმი გაეროს დამკვირვებლების აახლომახლო.
ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამინის უფლებათა დამკვირვებელთა ჯგუფმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ ხოცვა-ჟლეტა მოაწყო დამკვირვებელთა ოთხი მანქანისაგან შემდგარ კოლონაზე. რის შედეგადაც დაზიანდა რამდენიმე მანქანა. მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტი საშუალებით გავრცელდა.