სირიაში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. ქვეყნის ისტორიაში პირველად მიმდინარე მრავალპარტიულ არჩევნებს ოპოზიცია „ფარსს“ უწოდებს.
ოპოზიციონერი აქტივისტების თქმით, ეს ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ყალბი მცდელობაა. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მის უპირობო გადადგომას მოითხოვენ. ქვეყნიდან დევნილ ოპოზიციურ ჯგუფებს მიაჩნიათ, რომ სირიის ხელისუფლებას კვლავინდებურად მხოლოდ დრო გაჰყავს.
ოფიციალური წყაროების მიხედვით 250-წევრიან პარლამენტში მანდატის მოპოვებისთვის 7 ათასზე მეტი კანდიდატი იბრძვის. ისინი სულ ცოტა შვიდ პარტიას წარმოადგენენ. სახელმწიფო მედიის ცნობით ახალი არჩევნები სირიაში ბაათის პარტიის 50-წლიან მონოპოლიას წერტილს დაუსვამს.