სირიის ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს

გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები ამბოხებულთა ქალაქ ჰომსში მყოფ დამკვირვებლებს შეუერთდნენ, რათა სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის დროებითი ზავის შესრულება გააკონტროლონ. ამავდროულად ოპოზიცია აცხადებს, რომ სირიაში ჩატარებული არჩევნები ყალბია და არ გამოხატავს სირიელი ხალხის ნებას. ამბოხებულების თქმით, ასადის მთავრობას არ გააჩნია ის ლეგიტიმაცია, რომ საყოველთაო არჩევნები ჩაატაროს. თუმცა, პრეზიდენტ ასადის ხელისუფლება ამ არჩევნებით 14 თვანი სამოქალაქო ომის დასრულებას ცდილობს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გუშინ აჩვენა კადრები, თუ როგორ ღებულობენ სირიელი მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მთავრობის განცხადებით საპარლამენტო ადგილებს მმართველ ბაათის პარტიას შვიდი პოლიტიკური ძალა ეცილება. ამავდროულად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის ჯეიკობ კელენბერგერის განცხადებით, სირიელი ამბოხებულები პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკაზე გადავიდნენ.