გრძელდება ბრძოლები დამასკოს შემოგარენში

საჯარისო შენაერთებმა დამასკოს დარაიას და მოადამიეს უბნები დაბომბეს
სირიის სამთავრობო ძალები კონტროლს იბრუნებენ დედაქალაქის რამდენიმე უბანზე და დამასკოს შემოგარენზე.
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, საჯარისო შენაერთებმა დამასკოს დარაიას და მოადამიეს უბნები დაბომბეს.
პრეზიდენტის მომხრე ძალებმა დარაიაში კერძო სახლებში რეიდები განახორციელეს. შეტაკებები გრძელდებოდა დამასკოს კიდევ ერთ უბან-ჰაჯარ ალ ასვადში.
უფლებების დაცვის ცენტრის განცხადებით, ხუთშაბათს სირიის მასშტაბით მიმდინარე ძალადობაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შრის 50 მშვიდობიანი მოსახლე.