სირიაში საჰაერო დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

შვიდი დაღუპულიდან ხუთი ერთი ოჯახიდან იყო
სირიის ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბანში მეამბოხეთა პოზიციები დაბომბა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი.
ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმა კვირას სოფელ ალ ბარიკაზე განხორციელდა. მათივე განცხადებით, შვიდი დაღუპულიდან ხუთი ერთი ოჯახიდან იყო. ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას შეეწირნენ.
ბრძოლები დამასკოს აღმოსავლეთ ნაწილშიც მიმდინარეობს.