ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება


სირიაში ალყაში მოქცეული ჟურნალისტების ევაკუაცია ვერ ხერხდება
სირიაში ალყაში მოქცეული ჟურნალისტების ევაკუაცია ვერ ხერხდება

2011 წლის მარტში დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას 60 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა

სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. დღეს ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალეპოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ცენტრალური ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ ექიმებს დაჭრილები დიდი შენობის ნანგრევებიდან. მსხვერპლის და დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

სირიის ხელისუფლება მომხდარს კვლავ „ტერორისტულ დაჯგუფებებს“ აბრალებს. ამ ტერმინს მთავრობა ამბოხებულთა დასახასიათებლად გამუდმებით იყენებს. აქტივისტების განცხადებით, სარაკეტო იერიში თავად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. 2011 წლის მარტში დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას 60 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG