ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება სირიის უნივერსიტეტში


სახელმწიფო ტელევიზია მომხდარს „ტერორისტულ შეტევად“ აფასებს

სირიაში ალეპოს უნივერსიტეტში მომხდარ 2 აფეთქებაში 15 ადამიანი დაიღუპა. დიდ ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, პასუხისმგებლობა მომხდარ აფეთქებაზე ჯერჯერობით არავის აუღია. სახელმწიფო ტელევიზია დაღუპულთა რაოდენობის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა აფეთქებებს „ტერორისტულ შეტევად“ აფასებს.

ალეპო არამარტო ქვეყნის უდიდესი ქალაქია, არამედ სირიის ეკონომიკურ ცენტრადაც ითვლება. უნივერსიტეტი მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. უფლებადამცველთა მონაცემებით, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია. სულ 21 თვის მანძილზე მიმდინარე სამოქალაქო ომს 60 ათასამდე ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG