სირია "თეთრჩაფხუტიანების" ევაკუაციას აკრიტიკებს

სირია ქვეყნიდან ე.წ. "თეთრჩაფხუტიანი" მოხალისე მაშველების ევაკუაციას აკრიტიკებს და ისრაელის მხრიდან ამ ოპერაციის ჩატარებას კრიმინალურ ქმედებას უწოდებს.

სახელმწიფო მედია საშუალებით ორშაბათს გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ შაბათს განხორციელებულმა ოპერაციამ თეთრჩაფხუტიანთა "რეალური ბუნება" და ასევე ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიზნები გამოაააშკარავა.

მათი თქმით, თეთრჩაფხუტიანები, რომლებიც თავს "სირიის სამოქალაქო დაცვად" მოიხსენიებდნენ და მათი მხარდამჭერი ქვეყნები რეალურად "ტერორისტულ ჯგუფებს" უჭერენ მხარს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ სამოქალაქო პირების ევაკუაცია მოახდინეს, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. შეერთებული შტატები მათი ევაკუაციის ოპერაციას მიესალმა და განაცხადა, რომ ამ "მამაცმა მოხალისეებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს".