სირიაში სამოქალაქო ომია მოსალოდნელი?

სირიაში სამოქალაქო ომია მოსალოდნელი?

ანტი-სამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფება - სირიის თავისუფალი არმია - ძირითადად ყოფილი ჯარისკაცებისგანაა დაკომპლექტებული

არაბული ქვეყნების ლიგამ პარასკევს განაცხადა, რომ სირიაში შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს. ლიგის წარმომადგენლებს ამ გაფრთხილების საბაბს ათასობით ადამიანი დამიანი აძლევს, რომელიც ოპოზიციის შეიარაღებული დაჯგუფების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდა.

ლიგის თავმჯდომარემ ნაბილ ელარაბიმ ეს განცხადება „ესოშეიტედ პრესის“ და ეგვიპტეს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ანტი-სამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფება - სირიის თავისუფალი არმია - ძირითადად ყოფილი ჯარისკაცებისგანაა დაკომპლექტებული.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქალაქ არიჰაში 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიის ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა დემონსტრაციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი.