ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ასადის მთავრობა ამბოხებულების დამარცხებას ქიმიური იარაღით ფიქრობს
შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების ვარაუდით სირიის მთავრობამ ლეტალური ნერვული გაზი ზარინი გამოიყენა. თუმცა, პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ამერიკის მოქმედების დასაწყებად ჯერ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.
„ჯერ რაც ვიცით, არის ის, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თუმცა ჯერ არ ვიცით როგორ, სად და ვინ გამოიყენა,“ - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ იარაღის მცირე დოზით გამოყენება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო.
ჯოზეფ ჰოლიდეი შეერთებული შტატების არმიის დაზვერვის ყოფილი ოფიცერია. ის ამჟამად ომის ინსტიტუტის ანალიტიკოსია.
„ეს იყო ფრთხილი ნაბიჯი, რომელიც რეაქციის შემოწმებას ემსახურება, რაც მას შემდგომში საშუალებას მისცემს გააძლიეროს ქიმიური იარაღის გამოყენება,“ - ამბობს ჰოლიდეი.
სირიელი ამბოხებულების სარდალი გენერალი სალიმ იდრისი პრეზიდენტ ობამასადმი გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ ასადის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება მიზნად ისახავს უფრო ძლიერი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით და ეს ასადის მთავრობის სტრატეგიაა.
ვარაუდობენ, რომ ქიმიური იარაღის მცირე დოზით გამოყენების შემდეგ, ასადის მთავრობა სამხედრო ოპერაციების ესკალაციას გეგმავს. ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი რაიონების მძიმე არტილერიით დაბომბვის შემდეგ, სამთავრობო არმიამ ოპერაციებში საბრძოლო ავიაცია ჩართო.
„ვფიქრობ, ასადს ჩვენი შეცდომაში შეყვანა აქვს ჩაფიქრებული, რადგან სირიაში ინტერვენციის განხორციელება არც თუ ისე ადვილია,“- ამბობს ჰოლიდეი.
დამასკოში ახლახანს მომხდარ აფეთქებებს ასადის მთავრობა ტერორისტებს აბრალებს. როგორც ცნობილია, ოფიციალური დამასკო ამბოხებულებს ტერორისტებად მოიხსენიებს. ასევე, ასადის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.
„თუკი მათ აქვთ, რაიმე უტყუარი საბუთი ამის დასამტკიცებლად, მათ ეს გაეროს გენერალურ მდივანს უნდა გაუზიარონ. ასევე ეს საბუთი ჩვენც უნდა მოგვაწოდონ,“ - აცხადებს სირიის ელჩი გაეროში ბაშარ ჯაფარი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სირიის მთავრობა ამბოხებულთა დამარცხებას სწორედ ქიმიური იარაღით გეგმავენ, რათა რაც შეიძლება ნაკლები ნგრევა გამოიწვიონ. ასეთ შემთხვევაში, თუკი ამბოხებულები რომელიმე რაიონს დაიკავებენ, ისინი მხარდამჭერ მოსახლეობას დაკარგავენ.
ამის თავიდან ასარიდებლად, სირიელი ამბოხულები დახმარებას შეერთებული შტატებისგან ელიან.