ბარაკ ობამას განცხადებით, სირიის რეჟიმის მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ვაშინგტონის დამოკიდებულებას კარდინალურად შეცვლის ამ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიმართ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ეს ფაქტი ჯერ კიდევ მოითხოვს დადასტურებას, თუ როდის და რა ვითარებაში მოხდა ამ იარაღის გამოყენება.
თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულასთან გამართულ შეხვედრაზე ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკის დაზვერვას წინასწარი მონაცემები გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით. 2011 წლის მარტიდან სირიაში მიმდინარე ომის შედეგად 70 ათასი ადამიანი დაიღუპა.