ლახდარ ბრაჰიმი: სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეჩერება თუ დროულად არ მოხდა, ის შესაძლოა მთელს ახლო აღმოსავლეთზე გავრცელდეს
საერთაშორისო მედიატორი, ლახდარ ბრაჰიმი, აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეჩერება თუ დროულად არ მოხდა, ის შესაძლოა მთელს ახლო აღმოსავლეთზე გავრცელდეს და ყოვლისმომცველ კონფლიქტში გადაიზარდოს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დანიშნული საგანგებო დესპანი სიტყვით სირიის მეზობელ ქვეყანაში, ლიბანში გამოვიდა. მან სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს გაეროს უშიშროების საბჭოს და არაბთა ლიგის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მედიატორმა ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანმხების ამოქმედება მომავალ კვირას, მუსლიმთა ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულზე ურჩია. სირიის მთავრობის მხრიდან თანხმობის განცხადების შემთხვევაში, ოპოზიცია საპასუხო ნაბიჯისთვის მზად არის, აღნიშნა მან.
ლახდარ ბრაჰიმი დღეს ლიბანის პრეზიდენტს, მიშელ სულეიმანს, პრემიერს ნაჯიბ მიკატის და ქვეყნის დანარჩენ წამყვან პოლიტიკოსებს შეხვდა. ლიბანში ჩასვლამდე საგანგებო დესპანი სირიაში სამშვიდობო პროცესების დაჩქარების მიზნით კვირას თეირანში იმყოფებოდა და მოლაპარაკებას ირანის ლიდერებთან აწარმოებდა.