ხოცვა-ჟლეტა სირიის სოფელ ბაიდაში

სირიის ოპოზიცია სამთავრობო ძალებს სოფელ ბაიდაში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებს. სირიის ეროვნული კოალიციის განცხადებით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბრძანებით ამ სოფელში 150 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ლონდონში მყოფი სირიის ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის მონაცემებით, ამ სოფელში 50 მკვლელობა დასტურდება, თუმცა მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.