ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები სირიაში


ასადის არმია ჰომსში ამბოხებულებს უტევს

სირიის ოპოზიციის განცხადებით, პრეზიდენტ ასადის არმიის ნაწილები ქალაქ ჰომსის ცენტრში სტრატეგიული ადგილების დასაკავებლად შეტევას ახორციელებენ. ამის შესახებ ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება. მათი ინფორმაციით, სამთავრობო ნაწილებმა უკვე დაიკავეს ვადი ალ-სეიჰის რაიონის დიდი ნაწილი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებს ყოფს. ჰომსი სირიაში სიდიდით მესამე ქალაქია და ის დამასკოსა და ალეპოს შორის მდებარეობს. ჰომსი ორწლიანი ომის მანძილზე ამბოხებულთა საყრდენ ცენტრად ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG