ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიაში მოქმედების გზებს განიხილავს


ანალიტიკოსების აზრით, ბარაკ ობამა სირიის კონფლიქტში ჩართვისთვის მზად არ არის

ანალიტიკოსების განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს სირიაში ინტერვენციის დაწყება არ სურს. ამასობაში კი, სირიელი ამბოხებულები და მთავრობა ერთმანეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
სამშაბათს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ პასუხის გაცემამდე სურს გაიგოს უფრო მეტი დეტალი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
„ჩვენ არ ვიცით თუ როგორ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება, სად და ვინ გამოიყენა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რათა დავადასტუროთ თუ რა მოხდა. და როდესაც მივიღებ გადაწყვეტილებას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების და გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ გვაქვს ფაქტები,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბარაკ ობამა სირიის კონფლიქტში ჩართვისთვის მზად არ არის. სირიაში ამ დროისთვის დაახლოებით 70 ათასი ადამიანია დაღუპული. ედვარდ ჯოზეფი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორია. ის ამბობს, რომ პრეზიდნეტი ფრთხილობს, რათა არ გაიმეოროს ბუში ადმინისტრაციის შეცდომა, რომელმაც ერაყში ომი მასობრივი განადგურების იარაღის მიზეზით დაიწყო, რაც მართალი არ აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG