სამთავრობო ავიარეიდების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა
სირიის სამთავრობო ავიაციამ დამასკოს გარეუბნებში ამბოხებულთა პოზიციები დაბომბა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს. ცნობის თანახმად, დამასკოსთან მდებარე ერთ-ერთ რაიონში ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც. სირიის ოპოზიციის მედიაცენტრის ინფორმაციით, დღეს მთელ ქვეყანაში განხორციელებული საჰაერო რეიდების შედეგად სულ 36 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 14 ბავშვია. განცხადების თანახმად, პრეზიდენტ ასადის ძალები სამოქალაქო რაიონებს უტევენ და ამით მეამბოხეთა მხარდაჭერის შესუსტება სურთ.