ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი პატიმრები გათავისუფლებული არიან


სირიელმა მებრძოლებმა 48 ირანელი გაათავისუფლეს

სირიელმა მებრძოლებმა 48 ირანელი გაათავისუფლეს სირიის მთავრობის მიერ 2 000 პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

პატიმრების გაცვლის პროცესში ძალისხმევა გაიღო თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების ფონდმა. სირიის მთავრობის მიერ გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არიან თურქეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

სირიელმა მებრძოლებმა ირანელები აგვისტოში დამასკოში დააკავეს. ისინი მათ ირანის რევოლუციური გვარდიის სადაზვერვო მისიის წევრობაში ადანაშაულებდნენ. ირანმა ეს ბრალდება უარყო, განაცხადა რა, რომ დატყვევებული ადამიანები რელიგიური მომლოცველები იყვნენ.

ირანი, სირიის უახლოესი რეგიონალური მოკავშირეა. ამ ფონზე, რუსული მედიის ცნობით, ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები პარასკევს, ჟენევაში გაეროსა და არაბული ლიგის საგანგებო წარგზავნილს ლაქდარ ბრაჰიმის შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG