სირიაში მზარდი მილიტარიზაციის გამო გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი სპეციალური წარგზავნილის პოსტს ემშვიდობება
გაეროს და არაბული ლიგის სპეციალური წარგზავნილი სირიაში კოფი ანანი თანამდებობას ტოვებს.
გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს სირიაში მზარდი მილიტარიზაციის და უშიშროების საბჭოში წევრებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო.
ჟენევაში გამართული პრეს-კონფერენციისას, მან თქვა, რომ ამ პოსტზე მანდატის გაგრძელებას არ შეეცდება მისი ამოწურვის შემდეგ. ანანს გაეროს საგანგებო ელჩის პოსტზე ვადა 31 აგვისტოს ეწურება.
ამ გადაწყვეტილების გამო მწუხარება უკვე გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და სირიის მთავრობას და ოპოზიციას ბრალი დადო მიმდინარე ძალადობისთვის.