შაბათს შეტაკებები ალეპოს არკუბის და აზიზიას უბნებში მიმდინარეობდა
უკვე მესამე დღეა სირიის ქალაქ ალეპოში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. შაბათს, შეტაკებები ალეპოს არკუბისა და აზიზიას უბნებში მიმდინარეობდა. თვითმხილველებმა ლონდონში მდებარე სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფს განუცხადეს, რომ ქალაქის ძველ უბანში სულ ცოტა სამი მეამბოხე მოკლეს.
დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაბომბვები. ბრძოლების შედეგად მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არცერთ მხარეს არ მიუღწევია. თავის მხრივ, სირიის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „სანა" აცხადებს, რომ სამთავრობო ძალები ტერორისტების მისამართით სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ.