ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს


სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, მეამბოხეებს შორის მსხვერპლი დიდია

სირიის სამთავრობო ძალებმა მეამბოხეთა მიერ დაკავებულ დამასკოს რამდენიმე რაიონზე კონტროლი აღადგინეს. ქალაქ ალეპოში კი, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მძიმე ბრძოლები გაიმართა.

მეამბოხეთა შეტაკებებს ალეპოს 6 უბანში ჰქონდა ადგილი. სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, მეამბოხეებს შორის მსხვერპლი დიდია. სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის წევრის, რამი აბდ ალ რაჰმანის განცხადებით, ბრძოლებმა ალეპოს უმეტესი ნაწილი მოიცვა და სამთავრობო ძალები სარაკეტო დარტყმებით უსწორდებიან მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG