სირიის მოვლენები

სირიელმა მეამბოხეებმა ალეპოში მდებარე ალ ყაიდას სათაო ოფისი დაიკავეს
სირიელმა მეამბოხეებმა ალეპოში მდებარე ალ ყაიდას სათაო ოფისი დაიკავეს, რომელსაც სირიაში ისლამური სახელმწიფოს დაარსება სურს. ამასთან, აღნიშნული ჯგუფი სირიის მეამბოხეების სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგაც იბრძვის.

სირიის ადამიანთა უფლებების დამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ ისლამისტმა მეამბოხეებმა ბაზაზე კონტროლი ოთხშაბათ დილას დაამყარეს. ერთი დღით ადრე კი, აუდიო ფირით გავრცელებულ განცხადებაში ისლამისტების ლიდერმა განაცხადა, რომ ჯგუფის სამიზნე სირიის ძირითადი ოპოზიციის წევრები და სირიის ეროვნული კოალიციაა.

ამ ფონზე, სირიაში მებრძოლი უმსხვილესი ალ ყაიდას განშტოების ალ ნუსრას ლიდერმა ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოუწოდა.