გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სირიელთა დასახმარებლად 6.5 მილიარდ დოლარს ითხოვს. ორ წელიწადნახევარზე მეტია სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რის გამოც მილიონობით სირიელს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.
ვალერი ამოსი, გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორი აცხადებს, რომ ამ თანხის ნაწილი, 2.3 მილიარდი თავად სირიაში დევნილებისთვის არის საჭირო. დანარჩენი კი ქვეყნიდან თურქეთში, ლიბანში, თუ სხვა ქვეყნებში ლტოლვილ სირიელებს მოხმარდება.
გაეროს მონაცემებით, გაჭიანურებული სამოქალაქო დაპირისპირების გამო საცხოვრებელი ადგილის დატოვება სირიის მთელი მოსახლეობის 40 პროცენტს მოუწია. გასულ წელს ორგანიზაციამ მათ დასახმარებლად 4.4 მილიარდი დოლარი მოითხოვა, თუმცა ამ თანხის მხოლოდ 2/3 შეგროვდა.