სირიის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ჯარებმა, ქალაქ ალეპოში, იერიში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიიტანეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.
უფლბადამცავების განცხადებით შეტაკების დროს უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. პარალელურად, ხელიუფლემაბ საპროტესტო აქციაში მონაწილე 200 სტუდენტიც დააკავა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ინციდენტის ადგილი დაათვალიერეს, რასაც ისინი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევად აფასებენ.