ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობამ ომის დანაშაული ჩაიდინა


ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით სირიის მთავრობამ ომის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც იდლიბის პროვინციაში სამთავრობო ძალებმა 95 სამოქალაქო პირი მოკლეს.

ოპოზიციის განცხადებით აჯანყებულებმა თავის მხრივ სირიის უშიშროების ძალების 15 ოფიცერი მოკლეს ქალაქ ალეპოს მახლობლად.

სირიის ხელისუფლების განცხადებით მთავრობა შეიარაღებულ ტერორისტებს ებრძვის, მიუხედავად იმისა რომ გაეროს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება მოქმედებს.

XS
SM
MD
LG