სირიის უფლებათადამცველების განცხადებით, დღეს პოლიციამ ქალაქ ბანიაში 200-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა. წინა დღეს კი პოლიციასთან შეტაკების შედეგად 6 ადამაინი დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით, ბანიაში რომლის მოსახლოებაც 50 ათას არ აღემატება, 25 ტანკია შეყვანილი. ამის მიზეზი კი ქალაქიში დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტი გახდა. შაბათს დემონსტრაციისას დაღუპული 6 ადამიანიდან 4 ქალია. უფლებათადამცველები აცხადებენ, რომ ვიდრე ქალაქში სამხედრო დანაყოფები შევიდოდნენ, ბანიას ელექტრომომარაგება შეუწყვიტეს, რის შემდეგაც არმიის ნაწილები ქალაქში სამი მხრიდან შევიდნენ. ბანია, საპორტო ქალაქია. თვითმხილველთა თქმით, ბანიას საზღვაო მისადგომებსაც სამხედრო კატარღები აკონტროლებენ.