ბრძოლები სირიაში

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ორ ქალაქზე სამთავრობო არმიის შეტევები გრძელდება და პირობის მიუხედავად ხელისუფლება არ აპირებს სამხედრო ნაწილების გაყვანის დაწყებას. ამის შესახებ ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირებლო ცენტრი იუწყება. მათი ინფორმაციით, სამთავრობო ნაწილებმა დაბომბეს ქალაქები ჰომსი და მარეჰი. ასევე ამბოხებული თავს დაესხნენ თუქრეთის საზღვართან მდებარე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს და ბრძოლების შედეგად ექვსი ჯარისკაცი მოკლეს. თავის მხრივ, მოსკოვში ვიზიტისას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მოალემმა განაცხადა, რომ დამასკომ დაიწყო გაეროსა და არაბული ლიგის წინაშე დადებული პირობის შესრულება ქვეყანაში ძალადობის დასრულების შესახებ. თუმცა მან ახალი პირობა წამოაყენა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსების შემდეგ უნდა განხორციელდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის მთავრობამ სამშვიდობო გეგმის შესასრულებლად „უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს.“