ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომსის დაბომბვა გრძელდება


სირიაში გაეროს დამკვირვებელთა პირველი ჯგუფი უკვე შეუდგა მუშობას, რომლის ფუნქციებშიც შედის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვაზე დაკვირვება. როგორც ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, სამთავრობო ძალები კვლავ განაგრძობენ ამბოხებულთა ქალაქ ჰომსის დაბომბვას. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰამაში ორი ადამიანი მოკლეს. დღესვე დამასკოში გაეროს დამკვირვებელთაკიდევ 25 კაციან ჯგუფს ელოდებიან.

XS
SM
MD
LG