სირიაში მთავრობის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა

სირიაში მთავრობის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა

ათი ათასობით სირიელი გამოვიდა მთავრობის მხარდამჭერ მიტინგზე ქალაქ ალეპოში, მაშინ როდესაც ქვეყნის დანარჩენ რაიონებში გრძელდებოდა ოპოზიციონერთა შეტაკებები უშიშროების ძალებთან.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, შეტაკების შედეგად სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა.

ალეპო სირიის კომერციული დედაქალაქია. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი მიტინგი ერთი კვირით ადრე დამასკოში გაიმართა.

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით ასადის მომხრე მეომრებმა, რომლებსაც შაჰიბებს უწოდებენ ქალაქ ჰომსში 4 ადამიანი მოკლეს. უკანსკნელი სამი დღის განმავლობაში ამ რაიონში 25 ადამიანი მოკლეს.

ამ კვირის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს კიდევ ერთხელ მოუწოდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.