სამხრეთ კორეაში უსიმპტომო ინფექციების რიცხვი იზრდება

“კოვიდ-19” უსიმპტომო პაციენტები, სამხრეთ კორეაში ინფექციის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის მამოძრავებელი ფაქტორია და აზიანებს ამ აზიური ქვეყნის ძალისხმევას, რომელმაც ინფექციის ადრინდელი აფეთქებების გაკონტროლება მოახერხა.
ხუთშაბათ საღამოსთვის, 24 საათიან პერიოდში, სამხრეთ კორეაში 569 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ასეთი მაღალი დონე, თითქმის ცხრა თვის განმავლობაში არ უნახავთ. როგორც ჩანს, პანდემიის მესამე ტალღა, სოციალური დისტანცირების ახალი, მკაცრი ზომების მიუხედავად უარესი ხდება.

ასევე ნახეთ: სამხრეთ კორეელები დემოკრატიას პანდემიის პირობებშიც იცავენ



ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ცენტრში ახალგაზრდები არიან. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მესვეურების შეფასებით, უსიმპტომო პაციენტები ინფექციების მთელი რაოდენობის 40 პროცენტს შეადგენენ. ეს რიცხვი მკვეთრად არის გაზრდილი ივნისთან შედარებით, როდესაც შეფარდება 20-30 პროცენტს შეადგენდა.

ეს ეთანხმება კვლევის შედეგებს, რომელიც მიანიშნებს, რომ ზოგადად ხუთიდან ერთ ინფიცირებულს სიმპტომები არ აღენიშნება.
ეს შეფარდება ბევრად უფრო მცირეა ჩინეთში, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თებერვალში განაცხადა, რომ 70 ათასი შემთხვევის ანალიზის შედეგით, სიმპტომები ინფიცირებულთა ერთ პროცენტს არ ჰქონდა. ტოკიოში პაციენტების დაახლოებით 19 პროცენტი უსიმპტომოა.
ნათელი არ არის, თუ ზოგიერთი პაციენტი, რომელსაც ტესტი დადებით შედეგს უჩვენებს, სიმპტომებს რატომ არ ამჟღავნებს, მაგრამ ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს სჯერათ, რომ ისინი ვირუსის გადაცემის ნაკლები რისკის მატარებლები არიან, თუმცა იმ ადამიანებს, ვინც მათგან ინფიცირდებიან, შესაძლოა სიმპტომები გამოუმჟღავნდეთ.

ასევე ნახეთ: ამერიკის 50 შტატიდან 22-ში კოვიდ 19-ის შემთხვევები იზრდება



ჯანდაცვის მესვეურთა შეშფოთებას ისიც იწვევს, რომ უსიმპტომო ინფექციების აღმოჩენის სირთულემ, შესაძლოა ფარული კლასტერების ზრდა გამოიწვიოს.