სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი პროგრესია

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატ შანაჰანმა ორშაბათს განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ „გლობალურად წარმოდგენილი“ რჩება იმ დროს, როდესაც ამერიკის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები, აღმოსავლეთ სირიაში ამ დაჯგუფების მიერ დაკავებული ბოლო ანკლავის გათავისუფლებაზე მუშაობენ.

შანაჰანმა ავღანეთში მასთან ერთად გამგზავრებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლებლობებს რაც შეეხება, ის „ნარჩენ კერებსა და ცალკეულ იატაკქვეშა ტერორისტულ ჯგუფებს“ შორის მერყეობს.

შანაჰანის თქმით, „სამხედრო ოპერაციების კონტექსტში, ვფიქრობ სირიის ტერიტორიაზე პროგრესის დახასიათება ისე შეიძლება, რომ ისინი გავანადგურეთ და ევფრატის დაბლობის შუაში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“.

გასულ კვირაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სცადა მოკავშირეების იმაში დარწმუნება, რომ როდესაც შეერთებული შტატები სირიიდან ჯარებს გაიყვანს, „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების ძალისხმევაზე უარს არ იტყვის. ორშაბათს შანაჰანმა თქვა, რომ სიტუაციის შესახებ ნატოელ მოკავშირეებთან მსჯელობას აპირებს, მათ შორის, მხარდაჭერის და უსაფრთხოების ოპერაციებზე, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციებიდან გადართვა ხდება.

შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა კვირას გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ სირიაში, ისლამისტების მიერ დაკავებული 41 პოზიცია გაათავისუფლა.