ცნობილი შვეიცარიული დაზღვევის კომპანია Swiss Re ამბობს, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან ახალ კლიენტებს აღარ მიიღებს. ეს არ არის პირველი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც რუს კლინეტებზე უარი თქვა. უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ, სხვა ევროპული საფინანსო ორგანიზაციებიც უარს ამბობენ რუსეთის მოქალაქეების მომსახურებაზე.
წერილობით განცხადებაში საფინანსო, დაზღვევის კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი, ასევე განიხილავენ არსებულ კლიენტებთან მომსახურების გადახედვასაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ციურიხში მდებარე სადაზღვევო კომპანიამაც.
პარალელურად, ომი უკრაინაში არ წყდება. რუსეთი ამას კვლავ "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის "ნაცისტებისგან" გაწმენდა სურს. უარყოფენ სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასაც, თუმცა ფაქტები და კადრები უკრაინიდან საპირისპიროს ადასტურებს.