70 მილიონი დოლარი კომპიუტერულ სისტემებზე წვდომის აღდგენის სანაცვლოდ

ჰაკერებმა, რომლებიც გამოსასყიდის მისაღებ მასიურ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი, მათ მიერ ჩაკეტილი სისტემების გახსნის სანაცვლოდ, კრიპტო-ვალუტის სახით 70 მილიონი დოლარი მოითხოვეს.

მოთხოვნა კვირას გამოჩნდა “დარქ ვების” ვერდზე, რომელსაც რუსეთთან დაკავშირებული REvil იყენებს.

ასევე ნახეთ: აშშ-ს მთავარი პროკურორი: გამოსასყიდის მიღების მიზნით ჰაკერული თავდასხმები სულ უფრო უარესდება

პარასკევს განხორციელებულმა ჰაკერულმა თავდასხმამ, მთელ მსოფლიოში ასობით კომპანიის და საჯარო სააგენტოს სისტემებზე მოახდინა გავლენა.

ამაში შედოდა მაიამიში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Kaseya-ს სისტემებში შეღწევა. კომპანიამ თავდასხმას “დახვეწილი” უწოდა და განცხადებაში თქვა, რომ მომხმარებლებისთვის აქვს მათ სისტემებში შეღწევის აღმოჩენის პროგრამა და იმედი აქვს, მონაცემთა ცენტრებზე წვდომას დღის ბოლომდე აღადგენს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ REvil არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე, რომელმაც მსოფლიოში უდიდესი ხორცის გადამამუშავებლის, კომპანია JBS-ის მუშაობა გააჩერა.