ეჭვმიტანილი, რომელსაც ქ. მილუოკის საშობაო აღლუმზე, ხალხში განზრახ შეჭრა ბრალდება, გირაოს საფუძველზე იყო გათავსუფლებული. ინფორმაცია ორშაბათს ვისკონსინის შტატის, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს.
კვირას მომხდარ ინციდენტს 52-დან 81 წლამდე ასაკის 5 ადამიანი შეეწირა. 48 დაშავდა, რომელთა შორის 6 ბავშვი ჰოსპიტალიზებულია და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება - აცხადებს ვოკეშას პოლიციის უფროსი დენიელ ტომპსონი.
ასევე ნახეთ: ვისკონსინში, საშობაო აღლუმზე ავტომობილმა ხალხს გადაუარა, დაიღუპა 5, დაშავდა 40 ადამიანიროგორც ირკვევა, ეჭვმიტანილი დერილ ბრუკსი ოჯახური ძალადობისთვის იყო დაკავებული. მას ბრალად პოლიციის ოფიცრის დაუმორჩილებლობაც ედება. 11 ნოემბერს ბრუკსი 1 000 დოლარის გადახდის შემდეგ, გირაოთი გაათავისუფლეს. 39 წლის ეჭვმიტანილი აღლუმზე შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, კიდევ ერთ ძალადობრივ ინციდენტშია ეჭვმიტანილი. ბრუკსი პოლიციამ კვირას ინციდენტის ადგილზევე აიყვანა.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, ტომპსონის თქმით, აშკარაა ის, რომ დანაშაული განზრახ არის ჩადენილი. ინციდენტს ადგილობრივ პოლიციასთან ერთად, გამოძიების ფედერალური ბიუროც სწავლობს.