სუდანის სამხედრო მართველობამ მომხდარ ფაქტს "მუხანათური აქტი" უწოდა
სუდანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პარასკევს ამბოხებულებმა ორი მთავრობის წარმომადგენელი და ექვსი რიგითი მოქალაქე მოკლეს. ინციდენტი სამხრეთ კორდოფანის საზღვართან დაპირისპირების დროს მოხდა.
"ესოშიეთიდ პრესის" განცხადებით, სააგენტომ სუდანის სამხედრო მართველობის განცხადება შაბათს გაავრცელა, რომელშიც მომხდარ ფაქტს "მუხანათური აქტი" უწოდა.
სამხედროები ინციდენტზე პასუხისმგებლობას სუდანის სახალხო გამათავისუფლებელი მოძრაობას აკისრებენ, თუმცა ამბოხებულები ამ ბრალდებას უარყოფენ. სახალხო მოძრაობას და სუდანის მთავრობას შორის დაპირისპირებამ 22 წლიანი სამოქალაქო ომი გამოიწვია, რომელიც 2005 წელს სამშვიდობო ხელშეკრულებჲთ დასრულდა, რასაც გასულ წელს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა მოჰყვა.