უკრაინაში შესაძლო კორუფციაზე ამერიკის კონგრესში იმსჯელეს
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ამერიკა კიევს უპრეცედენტო, $113 მილიარდით დაეხმარა. უკრაინაში შესაძლო კორუფციაზე ამერიკელ კანონმდებელთა კითხვებს, კონგრესში გამომძიებლებმა უპასუხეს. მოსმენაზე ითქვა, რომ ამერიკა მონიტორინგს უწევს დახმარების პაკეტების სწორად გამოყენებას.