„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრიცნიპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა მზადყოფნა, თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ამოქმედდეს.
ასევე ნახეთ: სახ. დეპარტამენტი: იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ„გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო გონიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრქუქციულ ნაწილსაც გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ როგორია „ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში“, - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ „თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევში ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით“ - აცხადებს თალაკვაძე.
ქართული ოცნება მზად არის პროცესი პარლამენტში გადაიტანოს და ყველა პირობა, რომელსაც ხელს მოაწერს ასევე ოპოზიცია, შესრულდეს-აცხადებს არჩილ თალაკვძე.
"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით ვიღაცისთვის აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი, ვინც ბოლომდე არ ჩახედავს ან არაზუსტად აფასებს კრიზისის სიღრმეს, ოღონდ ძალიან მალე გაირკვევა, რომ ეს არ არის კრიზისის განმუხტვა" - ასე ეხმაურება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძის განცხადებას.
ასევე ნახეთ: დავით ზალკალიანი: ვესაუბრე ამერიკის სახელმწიფო მდივანს„სამწუხაროდ, მაგით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე ჩვენ ახლაც თანახმა ვართ, ოღონდ, ბუნებრივია, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას ან პლებისციტზე შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ზღვრები ყველასთვის ცნობილია, ან უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე, ან პლებისციტზე და ხალხს ვკითხოთ სურთ თუ არა, რომ იყოს არჩევნები 2022 წლის დასაწყისში, მაგალითად და პოლიტპატიმრების საკითხი, მე ამ ბრიფინგიდან ვერ გავიგე, ანუ პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ ახლავე?! ეს კარგი ნაბიჯი იქნება, ეს არ არის საკმარისი განმუხტვისთვის, მაგრამ აუცილებელი პირობა არის განმუხტვის დასაწყებად და დროზე უნდა ვნახოთ მელია და რურუა თავისუფალი და სხვა საქმეები უნდა შევწყვიტოთ. დანიელსონის დოკუმენტში პოლიტპატიმრებზეც ბუნდოვანი ჩანაწერი იყო, შეიძლება ნორმალური მთავრობის პირობებში, ეგ საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ის ჩანაწერი არ იძლეოდა მკაფიო გარანტიას, ამიტომ შედეგი უნდა ვნახოთ ჩვენ.
ასევე ნახეთ: ნიკა მელია პატიმრობაში და ოპოზიციის ახალი გეგმარაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს, შემდეგ უკვე „ოცნების“ პოზიციის გამო, მედიატორმა საბოლოო დოკუმენტში ეს საკითხი არ ასახა და ამიტომ იყო ის არასრულფასოვანი დოკუმენტი და ამიტომ არ უჭერდა მხარს „ევროპული საქართველო“ და ოპოზიცია" - განაცხადა "პალიტრანიუსთან" საუბრისას "ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.