ავსტრალიაში, ყველაზე დიდ შტატ ვიქტორიაში, ბოლო 28 დღის განმავლობაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. შტატს არც აქტიური შემთხვევების მქონე პაციენტები აღარ ყავს.
მაშინ, როცა ვიქტორიის შტატმა მოახერხა კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერება, სხვა შტატებში ვირუსის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება.
ლათინურ ამერიკაში, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა ხუთშაბათს, რომ ის უარს იტყვის კოვიდ-19-ის ვაქცინაზე.
ბრაზილიაში კოვიდ-19-ის 6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და ქვეყანა შემთხვევების რაოდენობით მხოლოდ ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.
ასევე ნახეთ: ბერლინი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას იწყებსბოლსონარო პანდემიის სერიოზულობას უარყოფს და სკეპტიკურადაა განწყობილი პირბადის ტარების მიმართ.
შეერთებულ შტატებში კი გასულ 24 საათში 181,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 2300 ადამიანი. ქვეყანაში ფიქრობენ, რომ მადლიერების დღის დღესასწაული აღნიშვნა ინფექციის უფრო მაღალ რაოდენობას გამოიწვევს.