ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ინდოელი კოლეგის ნარენდრა მოდის პატივსაცემად, სახელმწიფო ვახშამი გამართა. მსგავსი საზეიმო წვეულება ვაშინგტონში მხოლოდ უმაღლესი დონის სტუმრების დასახვედრად იმართება. ეს ჯო ბაიდენის რიგით მე-3 სახელმწიფო ვახშამია, საფრანგეთის და სამხრეთ კორეის ლიდერების მიღების შემდეგ.