მუსიკის პოპულარულმა საიტმა "სპოტიფაი" (Spotify) საკუთარი სერვერიდან მოხსნა იმ რუსი შემსრულებლების გვერდები და სიმღერები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ამ მომღერლებს შეერთებული შტატების და ევროპის კავშირის სანქციები აქვთ დაწესებული.
მათ შორს სახელდებიან: შამანი (იაროსლავ დრონოვი), ჩიჩერინა, პოლინა გაგარინა, გრიგორი ლეპსი, ოლეგ გაზმანოვი და როკ-ჯგუფი „ლიუბე.“ ეს ინფორმაცია გაავრცელა "ტელეგრამის" არხმა “მშობლიური ხმა”.
ამ კვირის დასაწყისში ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესა გაგარინას და შამანს. სხვა მომღერლები - ჩიჩერინა, გაზმანოვი და „ლიუბეს“ წამყვანი ნიკოლაი რასტორგუევი - სანქციების სიაში 2022 წლის ოქტომბერში მოხვდნენ. ლეპსის სანქციები იმავე წლის დეკემბერში დაუწესდა.
"სპოტიფაიმ", რომელიც სტრიმინგის უდიდესი სერვერია მსოფლიოში, რუსეთში საქმიანობა 2022 წლის აპრილში შეწყვიტა, უკრაინაში ომის დაწყების გამო.