ევროპარლამენტმა აღნიშნული დადგენილება დიდი ხნის დებატების შემდეგ მიიღო
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ამიერიდან ერთიანი საპატენტო სისტემა შეიქმნება. ევროპარლამენტმა აღნიშნული დადგენილება დიდი ხნის დებატების შემდეგ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ესპანეთმა და იტალიამ გააპროტესტეს, რადგან ახალი პატენტების გაცემა მხოლოდ სამ ენაზეა შედგენილი დოკუმენტებით მოხდება. ესენია ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები.
ევროსასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიის და ესპანეთის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ევროსასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიის და ესპანეთის საჩივარი არ დააკმაყოფილა.