ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში გაფიცვები გრძელდება


პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაფიცვის შედეგად მეტრო დაიკეტა

ევროპის პროფკავშირების კონფედერაციამ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის და იტალიის მუშებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა, ამ ქვეყნების მთავრობების მიერ გადასახადების გაზრდის პოლიტიკის გამო.

მადრიდში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ესპანეთში საპროტესტო გამოსვლების 60-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაფიცვის შედეგად მეტრო დაიკეტა. ამ ქვეყანაში უმუშევრობამ რეკორდულ მაჩვნებელს - 15 პროცენტს მიაღწია.

ქუჩებში გამოვიდნენ იტალიელი მუშები და სტუდენტები. გაფიცვების ტალღა აგორდა საბერძნეთშიც. დემონსტრაციები გაიმართა გერმანიის, ბელგიის და საფრანგეთის ქალაქებშიც.
XS
SM
MD
LG