ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირიდან, გარე სივრცეებში, ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. როგორც მთავრობის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება პანდემიური ფონის გაუმჯობესებას უკავშირდება.
ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით მცირდება. მთავრობის წინადადებას კენჭისყრაზე სამშაბათს გავა და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ორ დღეში ამოქმედდება.
ასევე ნახეთ: იტალია მოსახლეობას KN95-ის ნიღბის მოხმარებას ურჩევსესპანეთის ზოგიერთ რეგიონში სასამართლომ დისტანცირებისა და შეკრებების შესახებ რეგულაციებიც გააუქმა. ჩრდილოეთ არაგონისა და ბასკეთის რეგიონებში რესტორნებში შესვლისთვის არც ტესტირება და არც მწვანე პასპორტი აღარ იქნება საჭირო. მწვანე პასპორტი გააუქმეს ესპანეთის სიდიდით მეორე რეგიონში კატალონიაშიც. გარე სივრცეებში ნიღბის ტარება ესპანეთში 2021 წლის მიწურულს შემოიღეს, რადგან ქვეყანაში ომიკრონის გავრცელება შეეჩერებინათ.
რეგულაციები შეამსუბუქა საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და ევროპის კიდევ რამდენიმე სხვა სახელმწიფომ. დანიაში, სადაც 81 პროცენტი კოვიდ-19-ზე აცრილია, საერთოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნა. პირბადის გარე სივრცეებში მოხმარების გაუქმებას გეგმავს იტალიაც.