ესპანეთში მმართველი პარტია რთული არჩევანის წინაშეა

ესპანეთის არჩევნების შედეგების მიხედვით, კოალიციის და მთავრობის შექმნის პროცესში, მნიშვნელოვანი როლი კატალონიის დამოუკიდებლობის ლიდერ კარლეს პიგემონტს ენიჭება. ის ესპანურ მართლმსაჯულებას გაექცა და თავს ბელგიას აფარებს.

კოალიციის შესაქმნელად, არჩევნებზე ვერცერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა ხმების საჭირო რაოდენობა. შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი პრემიერ-მინისტრის სოციალისტ პედრო სანჩესისთვის პარლამენტში პიგემონტის პარტიის მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებაა. ეს შესაძლოა მოხდეს პრემიერის მხრიდან კატალონიის გამოყოფის მომხრეებთან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ.

ასევე ნახეთ: რუსეთს და კატალონიელ სეპარატისტებს შორის კავშირი დადასტურდა

მემარჯვენე-ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ (PP) და ულტრამემარჯვენე „ვოქსმა“ პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი, 169 მანდატი მოიპოვეს. თუმცა კოალიციის შესაქმნელად, 176 მანდატია საჭირო. მმართველმა სოციალისტებმა (PSOE) და ულტრა-მემარცხენე „სუმარმა“ 153 ადგილი დაიკავეს, მაგრამ მათ აქვთ მეტი შესაძლებლობა მოლაპარაკებები აწარმოონ მცირე ბასკურ და კატალონიურ სეპარატისტულ პარტიებთან მხარდაჭერის მისაღებად, როგორც ეს 2019 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს.

უცნობია, რამდენად მოახერხებენ მხარეები შეთანხმებას და წავა თუ არა მადრიდი დათმობებზე პიგემონტთან და მის პარტიასთან, რომელსაც ახლა მთავრობის ფორმირების გასაღები უჭირავს.

ასევე ნახეთ: გამოკითხვები: ესპანეთის საპარლამენტო არჩევნების წინ კონსერვატორები ლიდერობენ

თუ ვერც ერთი ბლოკი ვერ მოიპოვებს საპარლამენტო მხარდაჭერას მთავრობის ფორმირებისთვის, შესაძლოა ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო. არჩევნებამდე მმართველი პარტია განიხილავდა ულტრა-მემარჯვენე „ვოქსთან“ ალიანსს. ამ კავშირის დამყარების შედეგად, 1970-იან წლებში ფრანცისკო ფრანკოს დიქტატურის დასასრულის შემდეგ პირველად, მთავრობაში ნაციონალისტური პარტია შევიდოდა.

არჩევნებში მცირე სხვაობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის რეგიონულ პარტიებს მოლაპარაკებების ცენტრში აქცევს. იქნება ეს კანარის კუნძულების, თუ ჩრდილო-დასავლეთ გალიციის და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნავარას წარმომადგენლების მანდატები ამ არჩევნებში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე წარსულში.

კანონი არ ადგენს პროცესის ვადას, მაგრამ თუ პრემიერის პირველი კენჭისყრიდან ორი თვის განმავლობაში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, ესპანეთის კანონმდებლობით, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.